ამჯერად გვყავდა ორი სტუმარი: Dóra Szász, HR მენეჯერი, BAT Hungary და Iryna Bryzhak, HR დირექტორი, Metro Cash & Carry Ukraine. ამჯერად შევაჯამებთ ირინას მთავარ გზავნილებს, რომლებიც მან სხვა HR ხელმძღვანელებს გაუზიარა.
Care to Dare – როგორც პასუხი არასტაბილურ ჩართულობაზე
როდესაც ირინა კომპანიაში შეუერთდა, დაინახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ Employee Experience Index (EEI) საკმაოდ მაღალი იყო, ადამიანებთან დაკავშირებული სხვა KPI-ები დამაკმაყოფილებელი არ იყო, განსაკუთრებით კი თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი (attrition rate).
ირინამ დაიწყო გამოსავლების ძიება. მან აღმოაჩინა, რომ კეთილდღეობის (well-being) დონისა და ჩართულობის (engagement) დონის სხვადასხვა კომბინაცია იწვევს ჩართულობის განსხვავებულ ხარისხს (QUALITY OF ENGAGEMENT). ეს გახდა ერთგვარი პასუხი ამ „გამოცანაზე” – კეთილდღეობის დაბალი დონე და ჩართულობის მაღალი დონე იწვევს სტრესს, გამოფიტვას (burnout) და მაღალ გადინებას. შესაბამისად, ასეთი ჩართულობა არასტაბილურია.
ეს გაცნობიერება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც Metro Cash & Carry-მ დაიწყო „Care to Dare” სტრატეგიის დანერგვა – რომ მიაღწიო დიდ შედეგებს და გაბედო (DARE) უფრო მაღალ მიზნებზე გასვლა, პირველ რიგში უნდა იზრუნო (CARE) საკუთარ თავზე და შენს ადამიანებზე.
ოთხწლიანი მუშაობის შედეგები
კეთილდღეობა მოიცავს სამ მიმართულებას – ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ჯანმრთელობას. ეს არის ძალიან რთული სფერო, რომელზეც გავლენის მოხდენა ადვილი არ არის. გაუმჯობესება მოითხოვდა კომპანიის კულტურის, პროცესებისა და ინიციატივების მნიშვნელოვან ცვლილებას. HR გუნდმა ამ პროექტში 4 წელზე მეტი დააბანდა. მაგრამ ზუსტად მაშინ, როდესაც ლოქდაუნი დაიწყო, მათ ამ მიდგომისა და კულტურის უდიდესი სარგებელი დაინახეს.
ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველა დონეზე გახდა პრიორიტეტი ნომერი ერთი – თანამშრომლებისთვის ფინანსური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცხელი ხაზი, მენეჯერული აქტივობები და ონლაინ ტრენინგები. DEVELOR-ის დახმარებით მათ განავითარეს შიდა ტრენერების უნარები, რათა ოფლაინ ტრენინგები ვირტუალურ გარემოში გადაეტანათ. ამის შედეგად შეძლეს თანამშრომლებისთვის ცოდნისა და უნარების მიწოდება, რაც მათ ჯანმრთელობის მხარდაჭერაში დაეხმარა.
საბოლოოდ, ირინას გუნდმა ხელახლა შეაფასა ყველა ძირითადი KPI და დაინახა, რომ მიუხედავად EE Index-ის მაღალ დონეზე შენარჩუნებისა, მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს გადინების მაჩვენებელი და გააუმჯობესეს სხვა HR მაჩვენებლებიც, რაც მართლაც შთამბეჭდავი შედეგი იყო.
მხოლოდ EE Index საკმარისი არ არის
ეს ქეისი, რომელიც ჩვენს საერთაშორისო HR ვებინარზე იყო წარმოდგენილი, გვასწავლის, რომ გრძელვადიანი ბიზნეს შედეგებისა და ადამიანების პროდუქტიულობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩართულობის შეფასება KPI-ების სრული სისტემით (FULL SET OF KPIs). მხოლოდ EE Index არ იძლევა სრულ სურათს სიტუაციის შესაფასებლად.
არსებობს მაღალი კავშირი თანამშრომელთა ჩართულობას, გადინებასა და კეთილდღეობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი EEI და დაბალი კეთილდღეობა მოკლევადიან პერიოდში შეიძლება მაღალი შედეგების მომტანი იყოს, ეს ასევე ნიშნავს მაღალი გამოფიტვისა და გადინების რისკს.
მდგრადი ჩართულობის შესაქმნელად, ადამიანებზე ორიენტირებული ინიციატივები აუცილებლად უნდა მოიცავდეს კეთილდღეობას სამივე მიმართულებით – ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ჯანმრთელობას. ჩვენ, როგორც HR პროფესიონალებს და ტრენინგის პროვაიდერებს, შეგვიძლია ამის მხარდაჭერა ყოველდღიური პრაქტიკებითა და ონლაინ ტრენინგებით.
Stay in the conversation
მეორე გაკვეთილში ვაზიარებთ BAT-ის წარმომადგენლის, Dóra Szász-ის გამოცდილებას თემაზე – „Going hybrid in a smart way”. ამის ნახვა შეგიძლიათ აქ.
ასევე – შეგიძლიათ თავად დარეგისტრირდეთ ან აცნობოთ თქვენს HR ხელმძღვანელს, რომ გაეცნოს მესამე International RE/Think HR Webinar-ს აქ.