Genially ეხმარება DEVELOR-ს შექმნას ინტერაქტიული, ჩართული და მარტივად ხელმისაწვდომი ციფრული სასწავლო გამოცდილება, რომელიც მონაწილეებს მხარს უჭერს ტრენინგამდე, ტრენინგის მიმდინარეობისას და ტრენინგის შემდეგ.
როგორც ინტერაქტიული ონლაინ პლატფორმა, Genially საშუალებას იძლევა ერთ სივრცეში შეიქმნას და განთავსდეს კონკრეტულ განვითარების პროგრამასთან დაკავშირებული სასწავლო მასალები და აქტივობები. პლატფორმა გამოიყენება ინტერაქტიული პრეზენტაციების, თამაშების, ქვიზების, ვიდეოებისა და handout-ების შესაქმნელად, რაც სასწავლო პროცესს უფრო დინამიკურს, ვიზუალურსა და მონაწილეზე ორიენტირებულს ხდის.
Genially ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კურსის ან აკადემიის მიკროსაიტი, სადაც მონაწილეები ერთ სივრცეში იღებენ წვდომას სასწავლო მასალებზე, pre-work დავალებებზე, follow-up რესურსებზე, ცოდნის შემოწმების აქტივობებსა და პრაქტიკაში დანერგვის ამოცანებზე.
ეს ხელს უწყობს სასწავლო გამოცდილების უწყვეტობას და ამარტივებს მიღებული ცოდნის ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში გადატანას.

ტრენინგი არ უნდა სრულდებოდეს იმ მომენტში, როდესაც სასწავლო სესია მთავრდება.
მონაწილეები პროგრამას ხშირად ტოვებენ ახალი იდეებით, ინსტრუმენტებითა და მოტივაციით, თუმცა შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე მიღებული ცოდნა დროთა განმავლობაში სუსტდება. იმისთვის, რომ სწავლა რეალურ მოქმედებად გადაიქცეს, ადამიანებს სჭირდებათ შეხსენებები, მოკლე პრაქტიკული აქტივობები, მარტივად ხელმისაწვდომი მასალები და შესაძლებლობა, ტრენინგის შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ მთავარ გზავნილებს.
DEVELOR იყენებს Genially-ს, რათა სასწავლო გზა ტრენინგის ფარგლებს გასცდეს და გაგრძელდეს ინტერაქტიული ციფრული მხარდაჭერის საშუალებით. პლატფორმა ეხმარება მონაწილეებს მოემზადონ პროგრამისთვის, დარჩნენ ჩართულები პროცესის განმავლობაში და სწავლა გააგრძელონ ტრენინგის შემდეგ მოკლე, ვიზუალური და მარტივად გამოსაყენებელი მასალების დახმარებით.
ამავდროულად, Genially HR და L&D გუნდებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან უფრო თანამედროვე და თანმიმდევრული სასწავლო გამოცდილება. ყველა მასალა შეიძლება ერთ სივრცეში იყოს განთავსებული, კომპანიის ბრენდთან ადაპტირებული და წარმოდგენილი მოკლე, მარტივად აღსაქმელი ფორმატებით, რომლებსაც მონაწილეები მათთვის სასურველ დროსა და ადგილას გამოიყენებენ.
ერთი ტრენინგი შეიძლება ცნობიერების ამაღლებისთვის საკმარისი იყოს, მაგრამ გრძელვადიანი განვითარება სისტემურ პროცესს საჭიროებს.
Genially ამ პროცესს მხარს უჭერს იმით, რომ მონაწილეებს ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგაც აძლევს შესაბამის მასალებზე წვდომას. პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას პროგრამის შესავლისთვის, pre-work აქტივობებისთვის, ტრენინგის განრიგისთვის, შემაჯამებელი მასალებისთვის, მოკლე სავარჯიშოებისა და პრაქტიკაში დანერგვის ამოცანებისთვის.
ეს ქმნის უფრო თანმიმდევრულ სასწავლო გამოცდილებას და მონაწილეებს თემასთან კავშირს ტრენინგის დასრულების შემდეგაც უნარჩუნებს.
ზოგიერთი თემა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათი დამახსოვრება და საინტერესოდ მიწოდება ყოველთვის მარტივი არ არის.
Genially სწავლას უფრო ინტერაქტიულსა და ჩართულს ხდის თამაშების, ქვიზების, clickable კონტენტის, ვიდეოებისა და ვიზუალური მასალების დახმარებით. ეს ელემენტები ტრადიციულ სასწავლო მასალას უფრო აქტიურ გამოცდილებად აქცევს, სადაც მონაწილეები მხოლოდ ინფორმაციას არ იღებენ — ისინი მასთან ინტერაქციაშიც შედიან.
ეს განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც თემა რთული, აბსტრაქტული ან „მშრალია“ და მიზანია სწავლა გახდეს უფრო თანამედროვე, მარტივად აღსაქმელი და საინტერესო.
სასწავლო მასალების ბეჭდვა ყოველთვის აუცილებელი არ არის.
Genially-ის საშუალებით შესაძლებელია role sheet-ების, handout-ების, შეხსენებებისა და დამატებითი მასალების ციფრულად გაზიარება. ეს ტრენინგს უფრო მოქნილს ხდის, ამცირებს ქაღალდის გამოყენებას და ამავდროულად ინარჩუნებს პროფესიონალურ და მარტივად სამართავ სასწავლო გამოცდილებას.
პლატფორმა ასევე მონაწილეებს ეხმარება საჭირო მასალების სწრაფად მოძიებაში, ისე რომ არ მოუწიოთ სხვადასხვა ფაილის, ელფოსტის ან ბეჭდური დოკუმენტის გადამოწმება.
მონაწილეებს ყოველთვის არ აქვთ დრო გრძელი follow-up მასალებისთვის.
Genially ხელს უწყობს microlearning მიდგომას — მოკლე, ფოკუსირებული და მარტივად შესასრულებელი მასალებით. ეს განსაკუთრებით ეფექტურია ასინქრონული განვითარების მხარდაჭერისთვის, როდესაც მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი ტემპით დაუბრუნდნენ მთავარ თემებს, შეასრულონ მოკლე სავარჯიშოები ან გამოიყენონ პრაქტიკული ინსტრუმენტები.
მეტისმეტი ინფორმაციის ერთდროულად მიწოდების ნაცვლად, Genially სასწავლო პროცესს მცირე, მარტივად აღსაქმელ ეტაპებად ანაწილებს.
ციფრული სასწავლო მხარდაჭერა კიდევ უფრო ღირებული ხდება მაშინ, როდესაც შესაძლებელია ჩართულობისა და პროგრესის დაკვირვება.
Genially გთავაზობთ სხვადასხვა tracking და assessment ფუნქციას — აქტივობების მონიტორინგს, slide interaction-ების ანალიზს, viewing time-ისა და quiz score-ების შეფასებას.
ეს ინსტრუქტორებსა და L&D გუნდებს ეხმარება უკეთ გაიგონ, რამდენად აქტიურად იყენებენ მონაწილეები მასალებს და რამდენად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ Genially სრულფასოვან LMS სისტემად არ პოზიციონირდება, მისი ინტეგრაცია შესაძლებელია LMS პლატფორმებთან და ის ეფექტურად აძლიერებს სასწავლო გზას ინტერაქტიული და გაზომვადი კონტენტის საშუალებით.
თამაშზე დაფუძნებული სწავლება
Genially შეიძლება გამოყენებულ იქნას თამაშზე დაგუძნებული პროგრამებისთვის სპეციალური ინტერაქტიული პლატფორმის შესაქმნელად ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგ. ეს აძლიერებს მონაწილეების ჩართულობას, ქმნის უფრო immersive სასწავლო გამოცდილებას და თამაშთან დაკავშირებულ ყველა მასალას ერთ სივრცეში აერთიანებს.
მინი თამაში ტრადიციულ პროგრამაში
Genially-ის საშუალებით შესაძლებელია ტრადიციულ ტრენინგ პროგრამებში მოკლე ინტერაქტიული თამაშების ინტეგრირება. ეს სწავლას უფრო მარტივსა და საინტერესო გამოცდილებად აქცევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თემა რთული, აბსტრაქტული ან მხოლოდ თეორიული ახსნით რთულად აღსაქმელია.
ციფრული და მდგრადი ფიზიკურ რეჟიმში სწავლების გადაწყვეტა
Genially-ს შეუძლია ჩაანაცვლოს ან შეავსოს ბეჭდური handout-ები ციფრული კონტენტით, role sheet-ებით, შეხსენებებითა და დამატებითი სასწავლო მასალებით. შედეგად, classroom training უფრო თანამედროვე, მოქნილი და paper-free ხდება.
ტრადიციული ტრენინგის შესავალი და follow-up მხარდაჭერა
Genially საშუალებას იძლევა ერთჯერადი ტრენინგ პროგრამა გაგრძელდეს ინტერაქტიული ციფრული მხარდაჭერით ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგაც. პლატფორმა მონაწილეებს ეხმარება წინასწარ მომზადებაში, ხოლო შემდეგ — ცოდნის განმტკიცებასა და სწავლის გაგრძელებაში summary-ების, დავალებებისა და დამატებითი კონტენტის საშუალებით.
აკადემიის მიკსროსაიტი
გრძელვადიანი განვითარების პროგრამებისთვის Genially შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც აკადემიის მიკროსაიტი, სადაც სასწავლო გზა, პროგრამის ეტაპები და დაკავშირებული მასალები ერთ სივრცეშია თავმოყრილი და მონაწილეებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი ხდება.

არა მხოლოდ სლაიდები.
არა მხოლოდ handout-ები.
არამედ ინტერაქტიული, მარტივად ხელმისაწვდომი და ვიზუალურად მიმზიდველი სასწავლო მხარდაჭერა, რომელიც მონაწილეებს განვითარების პროცესთან მუდმივ კავშირში ამყოფებს.
Genially-ის საშუალებით სასწავლო მასალები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი, გამოყენებადი და აღსაქმელი ხდება. მონაწილეებს შეუძლიათ მოემზადონ, დაუბრუნდნენ ნასწავლს, გააანალიზონ და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, ხოლო HR და L&D გუნდებს ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან უფრო თანამედროვე, თანმიმდევრული და გაზომვადი სასწავლო გამოცდილება.