×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    გაყიდვების და შესყიდვების თანამშრომლები

    მენეჯერები და თანამშრომლები, რომლებიც ურთიერთობენ შიდა და გარე კლიენტებთან

    რამდენი მონაწილე?

    8 - 12

    რამდენი ხანი გრძელდება?

    1 დღე

    ტრენინგის მიზანია მონაწილეებში ჩამოყალიბდეს უნარი ამოიცნონ და ეფექტურად უპასუხონ პარტნიორის ტაქტიკურ ხრიკებს, ასევე საკუთარი სტრატეგია გაამდიდრონ პრაქტიკული ტაქტიკური იდეებით და წარმატებით გამოიყენონ ისინი მოლაპარაკების პროცესში.

    პროგრამის განმავლობაში მონაწილეები აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება შესაძლო მოულოდნელი სვლების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება პარტნიორის მხრიდან წამოვიდეს. დიპლომატიური მიდგომის ჩამოყალიბება და მზადყოფნა, „პოკერის სახით” – ემოციური რეაქციის გარეშე – შეხვდნენ მოწინააღმდეგის ტაქტიკებს, მოლაპარაკის პროფესიონალიზმს უმაღლეს დონეზე აიყვანს.

    Negotiation - Use Tact and Tactic

    მონაწილეები სწავლობენ საკუთარი ტაქტიკური სვლების გააზრებას, ცნობიერების დონის ამაღლებას და ტაქტიკური ინსტრუმენტების არსენალის გაფართოებას. ტაქტიკის შემუშავებისა და გამოყენების პრაქტიკა, კომპლექსური ქეისებისა და სიტუაციური სავარჯიშოების საშუალებით, დაეხმარება მათ ეფექტურად და კრეატიულად დანერგონ ახალი მიდგომები ყოველდღიურ საქმიანობაში.

    კურსის მიზნები

    • შეგნებულად გამოიყენონ მოლაპარაკების კონცეფციები
    • ამოიცნონ და „დეკოდირონ” მოლაპარაკების ხრიკები
    • შეიმუშაონ და ეფექტურად განახორციელონ საკუთარი ტაქტიკა
    • იცოდნენ დიპლომატიური ქცევის პრინციპები და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი

    თემები

    • „Negotiation – Strategy Building” და „Master the Process” კურსების მიმოხილვა
    • Keep Calm & Use Tact კომპეტენციის სიღრმისეული გააზრება
    • ხრიკების ამოცნობისა და ინტერესების დაცვის უნარები და მიდგომები (9 დიპლომატიური რჩევა, დროის მოგების ტექნიკა უკეთესი კონტროლისთვის)
    • ყველაზე გავრცელებული მოლაპარაკების ხრიკები
    • პირადი ტაქტიკური სტილის („Personal Game”) დიზაინი
    • კომპლექსური სიტუაციური სავარჯიშოები

    პროდუქტები ამ თემაზე