ყველა რგოლის მენეჯერი
ტალანტების პულის წევრები
თანამშრომლები, რომლებსაც ორგანიზაციაში ფართო კავშირები აქვთ (პროექტის მენეჯერები, მხარდამჭერი ფუნქციები)
მთელი ორგანიზაცია
კვლევის ხანგრძლივობა: 20 - 25 წუთი. პროცესის სრული ხანგრძლივობა: 6-8 კვირა, მონაწილეთა რაოდენობისა და პროცესის სირთულის მიხედვით.
360° უკუკავშირი არის შეფასებისა და განვითარების ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეფასებული თანამშრომლები იღებენ დეტალურ და სტრუქტურირებულ უკუკავშირს საკუთარ შესაძლებლობებზე მათი უშუალო სამუშაო გარემოდან – პირდაპირი ხელმძღვანელისგან, დაქვემდებარებული თანამშრომლებისგან, კოლეგებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებთანაც ყოველდღიურად თანამშრომლობენ; უკუკავშირს, რომელსაც შესაძლოა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში საერთოდ არ იღებდნენ.
უკუკავშირის მიზანია პიროვნული და პროფესიული განვითარება. 360° უკუკავშირი შეფასებულ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს შეადარონ საკუთარი თვითშეფასება სხვების დაკვირვებებს, უკეთ გააცნობიერონ საკუთარი ძლიერი მხარეები, განვითარების სფეროები და შესაძლო „ბრმა ზონები”. მიღებული შედეგები ასევე შეიძლება შედარდეს იმავე იერარქიულ დონეზე ან მსგავს პოზიციაზე მყოფ სხვა თანამშრომლებთან.

რა ხდის ჩვენს გადაწყვეტას განსაკუთრებულს