გუნდური თანამშრომლობის ხარისხზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა გუნდის წევრების მოტივაციის დონე, კოლეგებს შორის ნდობის ხარისხი, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, საერთო ძირითადი მესიჯი, რესურსების ნაკლებობა, გუნდის წევრებს შორის არასაკმარისი კომუნიკაცია და სხვა. უმეტეს შემთხვევაში გუნდის არაეფექტური მუშაობა სერიოზულად აზიანებს გუნდის შედეგიანობას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად არის ორგანიზაციაში ჩამოყალიბებული პროცესები ან ინსტრუმენტები.
ტრენინგი შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს გუნდური სულისკვეთება და გააუმჯობესოს გუნდური თანამშრომლობა, რათა გუნდის წევრებმა სრულად მოახდინონ კონცენტრაცია კომპანიის საერთო მიზნების მიღწევაზე და ამ პროცესში აქტიურად დაუჭირონ ერთმანეთს მხარი.
მოსამზადებელ ეტაპზე გუნდის ლიდერთან თანამშრომლობით განისაზღვრება მოლოდინები, ტარდება არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა და იზრდება გუნდის წევრების მოტივაცია პროგრამაში მონაწილეობისთვის.

ტრენინგის შედეგები: ტრენინგის განმავლობაში გუნდი თავად განსაზღვრავს წესებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას გუნდში არსებული კონფლიქტები (კონფლიქტის გადაწყვეტის პროტოკოლი), რაც დაეხმარება კონფლიქტურ სიტუაციებში მოსალოდნელი ქცევის სტანდარტის ჩამოყალიბებაში. ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი არის აქტივობა „ცხელი სკამი” (Hot Chair), რომლის დროსაც თითოეული მენეჯერი გუნდის ყველა წევრისგან იღებს უკუკავშირს იმის შესახებ, როგორ მუშაობს მათ შორის თანამშრომლობა. მიღებული შედეგები წერილობით ფორმაში მუშავდება და მომავალში გუნდთან მუშაობის საფუძვლად გამოიყენება. მხარდაჭერის ეტაპზე ხდება მიღებული კონცეფციების გააზრებისა და მიღების შემოწმება, გუნდის ლიდერთან ერთად სამოქმედო გეგმის გადახედვა, დეპარტამენტებს შორის მედიაცია და განხორციელების დიაგნოსტიკა.
კურსის მიზნები
- საკუთარი გუნდისთვის უნიკალური გადაწყვეტის პოვნა, თუ როგორ გაუმჯობესდეს გუნდური თანამშრომლობის ხარისხი და როგორ შეუძლია თითოეულ წევრს ამ პროცესში წვლილის შეტანა
თემები
- გუნდის 5 დისფუნქცია
- დიაგნოსტიკის შედეგების წარდგენა და განხილვა
- გუნდის მრავალფეროვნების სარგებლის გააზრება
- ღია უკუკავშირის გაზიარება
- გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდის მხარდაჭერა