ყველა რგოლის მენეჯერი
8 - 12
2 დღე
ამ რთულ და სწრაფად ცვალებად სამყაროში ჩვენი მიზნების მისაღწევად გვჭირდება ძლიერი პროფესიონალები, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას. მარტო შორს ვერ წავალთ და საკმარისად სწრაფადაც ვერ მივაღწევთ შედეგს. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს გუნდი, მით უკეთესია – რადგან მრავალფეროვნება იწვევს უფრო განსხვავებულ და ორიგინალურ იდეებს და ზრდის შესრულების ეფექტიანობას. მაგრამ როგორ იმუშავებს ასეთი მრავალფეროვანი გუნდი ეფექტურად ერთად? როგორ შეძლებენ ისინი თანამშრომლობას ისე, რომ განსხვავებებსა და კონფლიქტურ ქცევებში არ დაიკარგონ?
Insights პროგრამა ეხმარება მონაწილეებს ამ განსხვავებების გადალახვაში იმ ღირებულებებისა და უპირატესობების გაცნობიერებით, რომლებიც სხვადასხვა პიროვნების ტიპებს საერთო ამოცანებში შეაქვთ. როდესაც ეს ღირებულებები აღიარებულია და გუნდის თითოეულ წევრს ეძლევა შესაძლებლობა უფრო მეტად დაეყრდნოს საკუთარ ბუნებრივ ძლიერ მხარეებს, გუნდის შედეგიანობა და ერთიანობა რეალურად იზრდება.

პროგრამის დაწყებამდე მონაწილეებს სთხოვენ შეავსონ Insights® evaluator, რომლის საფუძველზეც გენერირდება Insights® Discovery Personal Profile. ამ პერსონალური პროფილის გამოყენება და Insights®-ის ოთხი ფერის ენერგიის გაცნობა ადამიანებს ეხმარება უკეთ გაიგონ საკუთარი თავი, ამოიცნონ სხვადასხვა პიროვნების ტიპები და მოერგონ კომუნიკაციის განსხვავებულ საჭიროებებს.
კურსის მიზნები
თემები