ყველა რგოლის მენეჯერი
8 - 12
2 დღე
კონფლიქტები, თუ ისინი სწორად არ იმართება, შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მივიდეს – დააზიანოს თანამშრომლებს შორის ურთიერთობები, შეამციროს კრეატიულობა და პროდუქტიულობა და ფინანსური რესურსებიც კი გაფლანგოს. კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული, მივცემთ თუ არა მათ საშუალებას ნეგატიურად იმოქმედონ ურთიერთობებზე, თუ გამოვიყენებთ მათ როგორც ცვლილებებისკენ მიმავალ ბიძგს.
კონფლიქტების ბუნების სიღრმისეული გააზრება და ეფექტური მართვის სტრატეგიებისა და ტექნიკების ცოდნა სწორედ ამას სთავაზობს ჩვენი პროგრამა – მონაწილეებს ეხმარება კონფლიქტურ, ემოციურად დატვირთულ სიტუაციებშიც შეინარჩუნონ სიმშვიდე, იყვნენ გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულნი და ეფექტურად წარმართონ პრობლემის გადაჭრის დისკუსია წარმატებულ შედეგამდე.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გააცნობიერებენ კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებსა და ტიპებს და გაეცნობიან კონფლიქტის მართვის სხვადასხვა სტილს. კურსი მაქსიმალურად პრაქტიკულზეა ორიენტირებული და მონაწილეებს საშუალებას აძლევს რეალურ, სიმულაციურ სიტუაციებში განივითარონ უნარები. შედეგად, კონფლიქტის მართვა იქცევა ეფექტურ ინსტრუმენტად, რომელიც ზრდის კმაყოფილებას და აძლიერებს თანამშრომლობის უნარს.
კურსის მიზნები
თემები