×

დახურვა   close 
close-popup

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდი და შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო სერვისს.

    • linked1
    • fb11
    • ig11
    Services menu polygon-open polygon-close
    • განწყობა & აზროვნება
    • ლიდერობა & მართვა
    • მომხმარებელზე ზრუნვა, გაყიდვები & მოლაპარაკებები
    • პირადი პროდუქტიულობა & კომუნიკაცია
    • თიმბილდინგი & კოლაბორაცია
    • შეფასება & დიაგნოსტიკა
    • ქოუჩინგი
    • ყველა სერვისი
    1-icon

    იპოვე სერვისებში და მიდგომებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა სერვისი
    2-icon

    იპოვე რესურსებში

    • გთხოვთ აკრიფოთ მინიმუმ 3 სიმბოლო
    ყველა რესურსი

    სამიზნე სეგმენტი

    ლიდერები, რომლებსაც სურთ, ერთდროულად იზრუნონ თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე და შეინარჩუნონ საკუთარი ემოციური ბალანსი.

    ხანგრძლივობა 2 დღე

    8 -12

    რამდენი ხანი გრძელდება?

    1 დღე

    რაც უფრო მეტად იზრდება გუნდი, მით უფრო იზრდება გამოწვევებიც — იქნება ეს ინდივიდუალური სირთულეები, კონფლიქტები, სტრესი თუ პირადი კრიზისები, რომლებიც სამუშაო გარემოშიც იჩენს თავს. ასეთ პირობებში ლიდერს ერთდროულად უწევს თანამშრომლების მხარდაჭერა და საკუთარი ემოციური და მენტალური ბალანსის შენარჩუნება.

    Emotions in Leadership ტრენინგი შექმნილია იმისთვის, რომ ლიდერებს მისცეს ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაეხმარებათ ემოციური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებაში სამუშაო გარემოში.

    პროგრამა ფოკუსირებულია როგორც საკუთარი ემოციების, ასევე სხვების ემოციების გააზრებასა და მართვაზე — რაც თანამედროვე ლიდერობის ერთ-ერთი კრიტიკული კომპონენტია. მონაწილეები ჩაერთვებიან თვითშეფასების აქტივობებში, რაც მათ დაეხმარება გააცნობიერონ საკუთარი ემოციური ინტელექტის დონე და აღმოაჩინონ ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ლიდერულ სტილზე.

    ტრენინგის განმავლობაში განიხილება, როგორ მოქმედებს ჩვენი აზრები და ემოციები ჩვენს ქცევაზე და როგორ შეიძლება მათი მართვა განსაკუთრებით მაღალი წნეხის სიტუაციებში. ასევე, პროგრამა აძლევს ლიდერებს ინსტრუმენტებს, თუ როგორ გაუწიონ მხარდაჭერა გუნდს რთულ პერიოდში — ემპათიური მოსმენის, თანამშრომლობის გაძლიერებისა და სწორად დასმული კითხვების გამოყენებით, რომლებიც ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობასა და გადაწყვეტაზე ორიენტირებულ აზროვნებას.

    დამატებით, მონაწილეები შეისწავლიან ანტი-ესკალაციის ტექნიკებს, რომლებიც ეხმარებათ დაძაბულობის შემცირებასა და კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებაში.

    ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები უკეთ შეძლებენ საკუთარი მენტალური ბალანსის შენარჩუნებას, გუნდის ეფექტურ მხარდაჭერას და ორგანიზაციული შედეგების გაუმჯობესებას.

    კურსის მიზნები

    • ემოციური ინტელექტის როლის განსაზღვრა თანამედროვე ლიდერობაში
    • თვითრეფლექსია და საკუთარი რწმენებისა და ფსიქოლოგიური ბარიერების გააზრება
    • პრაქტიკული ინსტრუმენტების ათვისება მენტალური ბალანსის შესანარჩუნებლად და გუნდის მხარდასაჭერად რთულ სიტუაციებში

    ტრენინგის თემები:

    • ემოციური ინტელექტის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ლიდერობაში
    • ემოციური ინტელექტის თვითშეფასება
    • საკუთარი ემოციების მართვა:
      • როგორ მოქმედებს ჩვენი აზრები და ემოციები ჩვენს ქცევაზე
      • ემოციების კონტროლი ლიდერის როლში
    • თანამშრომლების მხარდაჭერა რთულ პერიოდებში:
      • ემპათიური მოსმენა
      • თანამშრომლობის „ქიმია“
      • კითხვებზე დაფუძნებული აზროვნება
      • ანტი-ესკალაციის ტექნიკები

    შესაძლო შემდგომი პროგრამები: