საქმისა და დროის მართვა

TaskTime-photo eredeti

დღევანდელ დღეს დროის სიმცირის  საკითხი უფრო აქტუალურია ვიდრე ადრე, რადგან დღეს ზღვა ინფორმაციას ვღებულობთ სხვადასხვა წყაროებიდან. აღნიშნული პროგრამა დაგეხმარებათ არამხოლოდ საქმისა და დროის მართვაში, როგორც ამას ტრადიციული დროის მართვის კურსი აკეთებს, არამედ გაგაცნობთ სანდო სისტემას, რომლის წყალობითად შეძლებთ სირთულეებთან გამკლავებას. ეს თქვენს მუშაობას უფრო ეფექტურს, კრეატიულს და სტრესისგან თავისუფალს გახდის.

ჩვენი მუშაობის სტილი ძალიან განსხვავდება იმისგან, როგორც ვმართავდით დროს რამდენიმე ათწლეულის წინ. ამჟამად დავალებები და მოვალეობები უფრო მოქნილია და ძალიან ხშირად ბუნდოვანი, ჩვენ კი ვცდილობთ ავუწყოთ ფეხი მუდმივ ცვლილებებს და ინფორმაციის შემოდინებას, თან ხშირად სხვა საკითხებზე  გვიხდება გადართვა. დროის მართვის მოძველებული პროგრამები მსგავსი საკითხების და არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზებს არ გვთავაზობს.

ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც საკმარისად მოქნილია ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად და რომელიც დაგვეხმარება დროის ეკონომიაში. გვჭირდება სისტემა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გავათავისუფლოთ ჩვენი გონება ზედმეტი სტრესისგან და ამავე დროს მზად ვიყოთ სიახლეებისა და ცვლილებების მისაღებად. ჩვენი კურსი დაფუძნებულია  ასეთ სისტემაზე – ‘საქმესთან გამკლავების მეთოდზე’ (Getting Things Done method), რომელიც განავითარა ამერიკელმა მწერალმა დევიდ ალენმა.

რას უნდა ელოდოთ კურსისგან?

მონაწილეები ისწავლიან 4 ძირითად პრინციპს, რომლებიც მათს მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის და გათავისუფლდებიან არასაჭირო დაძაბულბისგან. ამასთან, ისინი გაეცნობიან საქმესთან გამკლავების ყოვლისმომცველ სისტემას და, მისი სრულად გამოყენების შემთხვევაში, სიამოვნებას მიიღებენ საქმეების ორგანიზების პროცესისაგან. პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული სისტემის გამოყენებით მონაწილეები ნაკლებ დროში და სტრესის გარეშე შეძლებენ დავალებების შესრულებას, რაც გაზრდის მათი შრომის ნაყოფიერებას.

პროგრამის დასასრულს მონაწილეებს ეცოდინებათ საქმისა და დროის მართვის ძალზედ ეფექტური სისტემა, რაც წარმატებას მოუტანს არამხოლოდ მათ, როგორც ინდივიდებს, არამედ შედეგიანი იქნება სრულიად გუნდისთვის და ორგანიზაციისთვის.

 შესაძლო შემდგომი კურსები:

ქოუჩინგის ინდივიდუალური კურსები

ასერტიული კომუნიკაცია

ეფექტური შეხვედრები

ბალანსის დაცვა მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის.