გუნდის სოციო რუკა

მარსიდან დედამიწაზე

გუნდის სოციო რუკა წარმოადგენს უნიკალურ და მოწინავე ინსტრუმენტს გუნდში კომუნიკაციის, თანამშრომლობის და ერთიანობის შესაფასებლად და განსავითარებლად. იგი განსაკუთრებით შესაფერისია ტოპ მენეჯმენტის, ან სხვა ტიპის საქმიანი გუნდების, ახლანდელი და ოპტიმალური ურთიერთობების ანალიზის და შედეგების მრავალი კუთხით წარმოჩენისთვის. შედეგები თავის მხრივ უზრუნველყოფს სრულყოფილი განვითარების პროგრამის შედგენის საფუძველს.

ჩვენ ყველას გვსმენია გამონათქვამი “ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო”.

ეს ცნება იგივენაირად მუშაობს ბიზნეს სამყაროშიც. კომპლექსური მომაცემების ვიზუალიზაცია გაცილებით გასაგებს და მარტივს ხდის რეალობას, ვიდრე დიაგრამები და გრაფების შესწავლა. გუნდის სოციო რუკა სწორედ ამას ემსახურება, იგი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც აგენერირებს კომპაქტურ 3D რუკებს მიღებული მონაცემების და უკუკავშირის მეშვეობით. იგი იძლევა შესაძლებლობას მნიშვნელოვანი მიგნებები წარმოჩინდეს სულ რამდენიმე წამში.

გუნდის სოციო რუკა კარგი ინსტრუმენტია:

  • როდესაც არ ვიცით რამ შეიძლება გააუმჯობესოს საქმიანი კომუნიკაცია. სოციო რუკა ორიენტირებულია თანამშრომლობის წარმატების კრიტიკულად მნიშვნელოვან ელემენტებზე და იძლევა ვრცელ და ნათელ სურათს;
  • როდესაც ლიდერი, რომელიც ჩართულია ყოველდღიურ საქმეებში ვერ ხედავს სრულ სურათს. იგი იძლევა შესაძლებლობას მან მიიღოს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს გუნდური მუშაობა და აძლევს მტკიცებულებებს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • როდესაც გუნდის წევრები არიან ჩართული პროექტში, რომელმაც არ შეიძლება განიცადოს მარცხი არაფექტური კომუნიკაციის გამო: მეთოდი გვაძლევს შესაძლებლობას, ავიყოლიოთ და ჩავრთოთ გუნდის ყველა წევრი;
  • როდესაც გსურთ დაინახოთ სუბიექტური ხედვა ზოგადად ობიექტურ გარემოში, სოციო რუკა იძლევა შესაძლებლობას წარვმართოთ დისკუსია რთულ საკითხებთან მიმართებაში ვორქშოპის ფორმატში;
  • როდესაც გსურთ თვალი ადევნოთ ცვლილებებს, იგი გვეხმარება მოვახდინოთ გუნდის განვითარების ვიზუალიზაცია. იგი გვეხმარება გავიგოთ თუ რა ხდება.

მარტივია: როდესაც თქვენი გუნდი უბრალოდ არ შეიძლება იყოს წარუმატებელი!

გუნდის სოციო რუკის მომხმარებელი პარტნიორი კომპანიები:

BP    IFS  JohnsonJohnson  KandH    Lear  Merck    Novartis  PPF  Provident  Raiffeisen    Szerencsejatek  Unicredit  Valeo  Adidas   EDF    GE   Orange  Flextronics  HKIK  Scupnia cez  Baxter

 

 

 

 

 

 

 

დეველორის სხვა პოპულარული პროდუქტები